შვილების მიერ დახატული დედები თოჯინებად ვაქციეთ.
ეს სიურპრიზი პარტნიორ კომპანიებში დასაქმებული დედებისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „კლიპარტის“ გუნდმა პარტნიორ კომპანიებში მომუშავე დედებს მიმართა - თითქოსდა მზადდებოდა გამოფენა, სადაც მათი შვილების მიერ დახატული დედების პორტრეტები გამოიფინებოდა. დედებმა შვილებს საკუთარი თავი დაახატვინეს და გამოგვიგზავნეს, რომლებიც, სტარტაპ კომპანია „სოკომოროს“ დახმარებით, თოჯინებად გადავაქციეთ.
2018 წლის 3 მარტს სპონსორ კომპანია „საბა კონსტრაქშენთან“ ერთად, საბავშვო ცენტრ „ბაობაბში“ დიდი ღონისძიება გავმართეთ, ბევრი გასართობი აქტივობით, და ასამდე დედას სიურპრიზად შვილების ნახატების მიხედვით შექმნილი „თოჯინა დედები“ გადავეცით.
სწორედ ასე იქცა 3 მარტი „კლიპარტისთვის“ ერთგვარ გამოწვევად, რომ ყოველ წელს ეს დღე დედებისთვის ორიგინალურად მიელოცა და მათი პოზიტიური ენერგია გაეზიარებინა.