Loading...

„გრანდ ელექტრონიქსი“, „ბენეფიტსი“ და „კლიპარტი“ გილოცავთ 3 მარტს!

წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც წარმატებული დედებიც არიან, ეს 3 მარტიც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩებათ!

2021 წელს ღონისძიების მთავარი ამოცანა #მთავარიდიზაინის აღმოჩენა იყო. დედებს ვთხოვეთ, სახლი კარგად მოეჩხრიკათ და შვილების განსაკუთრებით საყვარელი ნახატების ფოტოები ჩვენთვის გამოეგზავნათ. შემდეგ კი ბავშვური ენთუზიაზმით გავლებული თითოეული მონახაზი მაისურად ვაქციეთ და ქალბატონებს საჩუქრად გადავეცით.

ჩვენ ვიცით, რომ რთულია ყოველი წუთის შვილებთან ერთად გატარება, სპეციალურად შექმნილი მაისური კი სულ თან გექნებათ, რათა შეგახსენოთ, რამდენად საყვარელი, კრეატიული და ნიჭიერი ბავშვები გყავთ.

ძალიან გვიხარია, რომ, თქვენს პატარებთან ერთად, ყოველ წელს ჩვენც გილოცავთ დედის დღეს!

გამოიყენეთ მისალოც ბარათზე დატანილი კოდი ფოტოების ასატვირთად და გაგვიზიარეთ თქვენი საჩუქარი.