Loading...

გილოცავთ დედის დღეს!

ჩვენთვის ეს დღე უკვე იქცა ერთგვარ გამოწვევად - ვაქციოთ 3 მარტი დადებითი ემოციების ზეიმად! 2018 წლის „დახატული დედები“ და 2019 წლის „შენთვის ვამბობ“ წელს ახალი თემით გავაგრძელეთ - „ერთად ბავშვობაში“.

მთელი წელი ვაგროვებდით „კლიპარტისა“ და სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებული დედებისა და მათი შვილების ბავშვობის ფოტოებს, რომ მერე ყველა ერთად ბავშვობაში დაგვებრუნებინა.

ზოგიერთმა ფოტომ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ეს ჩანაფიქრი იდეალურად შეგვესრულებინა, მაგრამ მთავარი ხომ კეთილი სურვილი და დადებითი ემოციაა.

ბედნიერები ვართ, თუ კიდევ ერთხელ გაგახარეთ. თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ...